24 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებულია - კენჭისყრა ევროპარლამენტში დასრულდა

საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებულია. კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შესწორებები შევიდა - კონკრეტულად რომელი პუნქტები მოხვდა უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კენჭისყრამდე შეჯერებულ ვერსიას, მთავარი საკითხები შემდეგია - ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო.

დღის ამბები