ვაშლის მოსავლის აღება გრძელდება - ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით 9 000 ტონა არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული.
ხილს იბარებს 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
ოფიციალური ინფორმაციით, ფერმერებმა ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.