24 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ" - პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას

"ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი - სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი - სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. მთელი გულით გვახარებს და მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის 8 ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასაც და სტაბილურობას. მშვიდობა და სტაბილურობა, უსაფრთხოება ადამიანის უფლებების დაცვის განვითარებასთან ერთად გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია.

საერთაშორისო სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური, მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვიც გაეროა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალური სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანების უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები