24 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
"გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს" - ირაკლი კობახიძე გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას

გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველო, ომის დაწყების დღიდან, უზრუნველყოფს მშვიდობიან დახმარებას, როგორ ომში მყოფნი ქვეყნის შიგნით, ასევე - მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები