27 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
"სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო არის საუკეთესო შედეგი ჩვენი გუნდისთვის ოლიმპიადის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ოლიმპიადისა და პარალიმპიადის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს გუნდებს ყველა მიმართულებით უმაღლესი წარმატება აქვს და ოლიმპიელებმა საუკეთესო გუნდური შედეგი აჩვენეს:

"მე ვისაუბრე გუნდურ სახეობებზე, ყველა მიმართულებით რაღაც პირველად მოხდა. გვაქვს უმაღლესი წარმატება ყველა მიმართულებით. იგივე შეიძლება ითქვას ოლიმპიელებზე და პარალიმპიელებზე. ოლიმპიელებმა აჩვენეს საუკეთესო გუნდური შედეგი - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო არის საუკეთესო შედგი ჩვენი გუნდისთვის ოლიმპიადის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ. ასევე პარალიმპიელებმა მოიგეს 9 მედალი, მთელი ისტორიის მანძილზე, მანამდე სულ 2 მედალი ჰქონდათ ჩვენს პარალიმპიელებს მოგებული. პარა სპორტში განსაკუთრებული ინვესტიციები იდება, ყურადღება არის და კომიტეტიც ძალიან ბევრი პროგრესი იყოს. ამის შედეგია ის, რომ ერთბაშად 9 მედლის მოპოვება შეძლო ჩვენმა 14-მა სპორტსმენმა.

რაც შეეხება ოლიმპიადას, რა თქმა უნდა, იყო დასანანი რამდენიმე მარცხი, შეგვეძლო ამ შედეგის გაუმჯობესება, იქ მსაჯებმაც ბოლომდე კეთილსინდისიერად არ იმოქმედეს, თუმცა სპორტია და ხდება ხანდახან მსაჯების ამბავიც და ხანდახან უიღბლობაც არის. გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე და პარალიმპიადიდან პარალიმპიადამდე გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები და აქაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხარდაჭერისთვის. ამისათვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები