კიდევ ერთი ჩემპიონი საქართველოდან - მერაბ დვალიშვილმა ოცნება აიხდინა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ბრძოლას მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა - ათასობით ქომაგი ფილარმონიის დიდ ეკრანთან და მშობლიურ ვანში შეკრებილი მთელი ქალაქი.
გამარჯვება მერაბ დვალიშვილის ოჯახშიც აღნიშნეს. ვანში სტუმრად ამერიკაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, ირაკლი რუსია იყო.
საქართველოს UFC-ში უკვე ორი ჩემპიონი ჰყავს. ილია თოფურიას შემდეგ, საჩემპიონო ქამარი მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონობის პრეტენდენტები კიდევ მრავლად ჰყავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ტრადიციას არ არღვევს. სხვა წარმატებული სპორტსმენების მსგავსად, მერაბ დვალიშვილიც უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე იქნება წარდგენილი.
ქართველები მსოფლიო სპორტული ასპარეზის დაპყრობას აგრძელებენ. ილია თოფურია UFC 308-ზე ტიტულს პირველად დაიცავს. მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი