24 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
ხვალ ძალაში შევა ამნისტია, რომლითაც 1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ, ხოლო 5000-ზე მეტი მსჯავრდებული პერიოდულად დატოვებს საპატიმროს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტია, რომელიც ათასობით ადამიანს უნდა შეეხოს, ძალაში ხვალ შევა.

"ხვალ საქართველოს პარლამენტი მიიღებს და ძალაში შევა ამნისტია, რომლითაც 1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000-ზე მეტ პატიმარს პერიოდულად, სხვადასხვა ეტაპზე, დროთა განმავლობაში შეეხება ეს ამნისტია და დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები