24 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
"შეხვედრაზე მისვლისთვის მზად ვართ" - პარტია "საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიწვევას დათანხმდა

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას "ლელოსა" და "საქართველოსთვის" გაერთიანების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი პარტია შეხვედრისთვის მზადაა.

"ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, მის მოწვევას გავითვალისწინებთ. ჩვენ შეხვედრაზე მისვლისთვის მზად ვართ, დანარჩენი ვნახოთ. როგორც გითხარით, ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და მასთან სასაუბროდ ყოველთვის მზად ვართ. რა თქმა უნდა, მის მოწვევას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში, მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.

დღის ამბები