24 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით, 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გათვალისწინებით, რეესტრში 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

მისი თქმით, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას

"დასრულდა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ დაფინანსებას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებულნი და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები