24 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ - კახა კალაძე "მეგობარ აქტზე"

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჰელსინკის კომისიის "მეგობარ აქტთან" დაკავშირებით, რომელიც "ქართული ოცნების" სანქცირებას ითვალისწინებს მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს.

"არანაირი "მეგობარი აქტი" არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები