24 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"4 და 5 სექტემბერს ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს "ჯრტ"-ს ტიპის მატარებელი, ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი ავტობუსი" - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ტექნიკური მიზეზების გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 "ჯრს" (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს "ჯრტ"-ს ტიპის მატარებელი. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი.
სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის." - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები