მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. ახალ პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფერმერებს უკვე აქვთ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს. დახმარებას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე 1 კილო არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან. საქართველოში წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან.
ხილის დიდი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონში მოჰყავთ. არასტანდარტული ვაშლის მოსავალი, დაახლოებით, 50 000 ტონა იქნება. ხილის გადამამუშავებელი კომპანიები მოსავლის მისაღებად უკვე მზად არიან.
სახელმწიფო სუბსიდირებით ფერმერები წლის ბოლომდე, ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს მიიღებენ. პროგრამის დეტალებზე და მიზნობრიობაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.