24 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებს უკვე 7 საათია განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ სარჩელებს უკვე 7 საათია განიხილავენ. საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

რამდენიმე წუთში სასამართლო პარლამენტის პოზიციასაც მოისმენს, რომელსაც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები წარადგენენ.

მოსარჩელე მხარეები პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა, კანონის გაუქმება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებაა.

დღის ამბები