საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება - როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით. თითქმის 4 საათიან კონსულტაციას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.
მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე,"- აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.