24 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ცესკოში "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ცესკოში "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ წევრებს გაცილებით მაღალი ხელფასი დაუნიშნეს, ვიდრე პარტიების მიერ დანიშნულ წევრს.

ისინი დისკრიმინაციაზე საუბრობენ და კომისიის წევრებისთვის თანაბარი ხელფასის განსაზღვრას მოითხოვენ.

"საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ აღნიშნულ წევრებს, გაცილებით მეტი ხელფასი დაუნიშნეს, ვიდრე პარტიების მიერ დანიშნულ წევრს. ყურადღება მისაქცევია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამგვარი ქმედება არის დისკრიმანაციული მოპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უწევთ თანაბარი შრომა, აყენებს არათანაბარ პირობებში. მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და კომისიის წევრებს განესაზღვროთ თანაბარი ხელფასები," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძე.

ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტში განმარტავენ, თუ რას ეფუძნება სხვაობა თანამდებობრივ სარგოებს შორის. მათი განცხადებით, დისკრიმინაციაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან თავად საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს განსხვავებებს სტატუსებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის.

"თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობა ეფუძნება არა იმას, რომ კომისიის წევრების ნაწილი ინიშნება პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, არამედ კანონმდებლობითვე დაწესებულ იმ განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი.

 

 

 

 

დღის ამბები