24 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
რა არის სადაო იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო პოლიტიკაში ერევა - არჩილ თალაკვაძე

რა არის საკონსტიტუციო სასამართლოში და საერთოდ სასამართლოში სადაო იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, იმ პარტიებს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო პოლიტიკაში ერევიან, - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აკეთებს.

მისი თქმით, არათანმიმდევრული და სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები გაკეთდა.

"ამბობდნენ, თითქოს საქართველოს აღარ ჰყავს სასამართლო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თითქოს არანაირი სიმართლის დადგენას არ ემსახურება და ვერ იცავს კონსტიტუციურ პრინციპებს, ისინი აკეთებდნენ ამ განცხადებებს, გავიდა რამდენიმე თვე და თავად ეს ადამიანები წავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში და შეიტანეს იქ სარჩელი. ეს ყველაფერი რას ნიშნავს - აბსოლუტურად არათანმიმდევრული, სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები გაკეთდა.

რა არის საკონსტიტუციო სასამართლოში და საერთოდ სასამართლოში სადაო იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, იმ პარტიებს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო პოლიტიკაში ერევიან. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობოთა ნაწილი და დაცვის მხარე მომართულია ზუსტად ამის წინააღმდეგ, ის, რაც დემოკრატიისთვის არის ელემენტარული.

დემოკრატიას ამუშავებენ ინფორმირებული მოქალაქეები და დემოკრატია სჭირდება ინფორმირებული საზოგადოება. როდესაც შენს საზოგადოებას სასამართლოში უმტკიცებ, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ეს თავისთავად არის ძალიან სახიფათო," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარეები პრეზიდენტი, არასამთავრობოები და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან.  

 

 

დღის ამბები