24 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილისთვის მანდატების გაუქმებას აანონსებს - ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის გზავნილს მუქარად აღიქვამს

"ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილისთვის მანდატების გაუქმებას აანონსებს - ეს მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ოპოზიციური პარტიების ნაწილი არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნების" გზავნილს მუქარად აღიქვამს. სჯერათ, რომ გეგმა რეალობად ვერ იქცევა.

ინიციატივის სამართლებრივ საფუძვლად "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებს ასახელებს. მმართველი გუნდი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამების სისტემა შექმნა, ასეთი პოლიტიკური რეჟიმი კი უნდა გასამართლდეს.

დღის ამბები