24 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" აგრძელებს სვლას: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - კახა კალაძე

"დღეს, როცა ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს საქართველოს, როცა დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ქართულ ტრადიციებთან, ოჯახის ინსტიტუტთან, მჯერა, ამ გამოწვევებზე საქართველოს მოსახლეობის პასუხი 2024 წლის არჩევნებზე იქნება მტკიცე და მკაფიო", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" აგრძელებს სვლას:
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.

"მოგესალმებით მეგობრებო! განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩემი უსაყვარლესი კუთხის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს ამ ულამაზესი ადგილიდან!

ამ მხარეს ახსოვს არაერთი გამარჯვების და წარმატების ისტორია, ასევე ახსოვს ხილული თუ უხილავი მტრისგან მიყენებული ბევრი ტკივილი და წინაღობა, მაგრამ აქაურ მშრომელ, დინჯ, პატრიოტ ხალხს არასდროს ჩაუქნევია ხელი, არასდროს დანებებულა, რადგან ყოველთვის აძლიერებდა უფლის რწმენა და სამშობლოს სიყვარული.

ამ ძალამ შეაქმნევინა ქართველ კაცს კულტურის გამორჩეული ნიმუშები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და კულტურით. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, ზუსტად ამ ადგილას იწურება უნიკალური ქართული ღვინო, აქ ეგებებიან გაზაფხულს ლამპრობის დღესასწაულით. ამ ყველაფრის დაცვა, გაფრთხილება, მისი განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც წინაპართა ხსოვნის, ასევე მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ესა რის, რაც ქართველ ერს გამოგვარჩევს სხვებისგან,

ამ ყველაფრის დაცვა, გაფრთხილება, მისი განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც წინაპართა ხსოვნის, ისე მომავალი თაობის წინაშე. რადგან სწორედ ესაა ის, რაც ქართველ ერს გამოარჩევს სხვებისგან. ჩვენი უნიკალური კულტურა და ტრადიციები ის მარგალიტია, რითაც დავამშვენებთ ევროპულ ოჯახს.

სწორედ ამიტომ, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” აგრძელებს სვლას:
მხოლოდ მშვიდობით,ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!

დღეს, როცა ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს საქართველოს, როცა დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ქართულ ტრადიციებთან, ოჯახის ინსტიტუტთან, მჯერა, ამ გამოწვევებზე საქართველოს მოსახლეობის პასუხი 2024 წლის არჩევნებზე იქნება მტკიცე და მკაფიო.

მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი და არაერთ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ერთობა და მხარდაჭერა, როგორიც დღეს არის საზოგადოებაში, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გავაკეთოთ- რას ვირჩევთ, ვიქცეთ საკუთარ ფესვებს მოწყვეტილ უსამშობლო საზოგადოებად, თუ ჩვენი რწმენით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ტრადიციების და უნიკალური კულტურის შენარჩუნებით გავაგრძელოთ განვითარება და სვლა ევროპისკენ.

მეგობრებო, ვფიქრობ დღეს ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირისპირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურას.
ვნახეთ ის წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, რაც “გამჭვირვალობის კანონის” მიღებას მოჰყვა. გახსოვთ, გვეუბნებოდნენ და გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, თითქოს ის ეწინააღმდეგება განვითარებას, დემოკრატიულობას და ასე შემდეგ. ვნახეთ ასევე მუქარები საქართველოს უარზე- შეერთებოდა სანქციებს და ქვეყანაში გაეხსნა მეორე ფრონტი.ვინ დაზიანდებოდა ამით? ვინ დაზიანდებოდა იმით, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ყურძნით დამზადებული ღვინო ვერ გაიყიდებოდა თუნდაც რუსულ ბაზარზე, ვინ დაზარალდებოდა? დაზარალდებოდა გლეხი, მშრომელი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ დააზარალოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები და საკუთარი მოსახლეობა. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს.

არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად მიიღო უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია. “ქართული ოცნება” იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო დარაზმულმა საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ანდო ამ ქვეყნის ბედი, იყო და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების ერთული და დამცველი.

ჩემო ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო, ვინ თუ არა თქვენ იცით, რა ძალა აქვს ერთობას, რამდენად გაუტეხელი და დაუმარცხებელია ქართველი კაცი, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესების დაცვას ეხება.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის!

მჯერა, ამ საოცარ მიწაზე, სადაც ხვამლის მთაა აღმართული, სადაც უამრავი ლეგენდა და მითი ცოცხლდება, სიკეთე ყოველთვის გამარჯვებს ბოროტებაზე.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, გაიმარჯვებს მშვიდობა, წინსვლა და განვითარება.

გაუმარჯოს საქართველოს, ქართველ ხალხს , გაუმარჯოს ქართულ ოცნებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები