24 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
"განვიხილეთ 2 მნიშვნელოვანი საკითხი" - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეკრება კოალიციის გაფართოებასა და პარტიის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ ყრილობას ეხებოდა.

"დავამტკიცეთ 2 მნიშვნელოვანი საკითხი - ერთი ეხება "ნაციონალური მოძრაობის" გაფართოებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში, ხოლო მეორე საკითხი ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია. უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები