24 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
პარლამენტში თუ შეხვიდოდი, ეს იქნებოდა არაპატრიოტული... მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს ზურგს უკან მიდიოდა ვაჭრობა სააკაშვილთან - ჯონდი ბაღათურია

დავით გამყრელიძის პოლიტიკურ წარსულზე "კურიერთან" მისმა ყოფილმა კოლეგამ, ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა. ჯონდი ბაღათურიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გაიხსენა, როდესაც დავით გამყრელიძეს, სალომე ზურაბიშვილს და დანარჩენ ოპოზიციას შორის გარკვეული დაპირისპირება მოხდა პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.

"დაპირისპირება იყო ორ აზრს შორის: პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე. ძალიან აქტიური იყვნენ სალომე და დათო. არ შესვლის საკითხს წარმოაჩენდნენ, როგორც პატრიოტულს და თუ შეხვიდოდი, ეს იქნებოდა არაპატრიოტული. ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს ზურგს უკან მიდიოდა ვაჭრობა სააკაშვილთან, მანდატების დამატებაზე და შუამავალი იყო მაშინდელი აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი. ეს მერე კომენტარებშიც გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ამ ნომერს გაათამაშებს - ახლაც წააგებენ არჩევნებს, ზოგი ბარიერს ვერ გადალახავს, მერე იტყვიან, რომ პარლამენტში არ შემოვდივართ და დარჩებით ერთპარტიულ პარლამენტში, ხოლო კულისებში იქნება ვაჭრობა," - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

შეგახსენებთ, რომ "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე პარტია "ლელოს" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის დროს მუდმივად ჰქონდა კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან".

 
დღის ამბები