24 ნოემბერი 2024,   13:00
ვრცლად
ბექა ოდიშარია დავით გამყრელიძეზე: მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სავსეა ფიასკოებით... ამათ რას უშველის ან თავს რას უშველის, გაუგებარია

"ქართული ოცნება" და სხვა პოლიტიკოსები დავით გამყრელიძეს წარსულს უხსენებენ. "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი პარტია "ლელოს" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის დროს მუდმივად ჰქონდა კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან".

"მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სავსეა ფიასკოებით. სამწუხაროდ, მისმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა მაშინდელი, ძალიან პერსპექტიული პარტია "ახლების" დაშლა, მოიტანა ოპოზიციური გაერთიანების დაშლა. მოგვიანებით, იცით, რომ შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ინიციატივებს, რითაც გაამყარა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო უკვე დასასრულს მან ასევე დაშალა ის დანაყოფი "ახლების" პარტიისა, რომელიც იყო მას დაქვემდებარებული. ადამიანი, რომელიც უახლოეს წარსულში, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იყო წარუმატებელი, რისი შემმატებელია ამ ხელოვნური კონგლომერატისათვის, რომლის დასახელებაც არის (რა თქმა უნდა, ბრჭყალებში და ირონიით) "პრინციპები უპირველეს ყოვლისა", ამათ რას უშველის, ან თავს რას უშველის, ჩემთვის გაუგებარია," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

დღის ამბები