24 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
აშშ-ში, ავტომობილში დატოვებული 3 წლის ბავშვი სიცხისგან გარდაიცვალა

3 წლის ბავშვი ავტომობილში, სიცხისგან, მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მამა მარკეტში საყიდლებზე იყო შესული - შემთხვევა მიჩიგანში მოხდა. "ბავშვი მანქანაში სიცხისგან გაწითლებული იპოვეს - ის უკვე გარდაცვლილი იყო", - წერს მედია.

არსებული ინფორმაციით, მამამ შვილი მანქანაში ჩატოვა, გარედან ჩაკეტა და თავად მარკეტში, საყიდლებზე შევიდა. ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აღწევდა.

ვიკსბურგის პოლიცია არკვევს, რამდენი ხნის განმავლობაში იდგა ავტომობილი სიცხეში - მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: Mirror

დღის ამბები