24 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
მამუკა მდინარაძე "დემოკრატიის ფესტივალზე" - შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ ბიზნესს, რადგან ფართს არ გაძლევენ, ეს რანაირი ლოგიკაა?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპონენტების განცხადებაზე, რომ, ხელისუფლების შანტაჟის შედეგად, "დემოკრატიის ფესტივალის" ორგანიზატორებს ღონისძიებისათვის სივრცის დათმობაზე უარს ეუბნებიან.

მისი თქმით, ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა დღეს საქართველოში, ისე არასდროს ყოფილა.

"ყოველი 10 ბიზნესმენიდან 9 გაუბედურებული და ნაწამები ჰყავდათ და ჩვენი დაშანტაჟება (მართლა რომ ეს ვინმე იკადროს) ვის რაში სჭირდება? როდესაც ბიზნესმენები უარს ეუბნებიან, ესენი მოაბამენ კუდს, რომ "ქართული ოცნება" აშანტაჟებს თურმე. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება რაც გვაქვს, არის ის, რომ ბიზნესი როგორი თავისუფალიცაა, ასე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. ეს ხომ ყველამ ვიცით. მეორე - შენ ადამიანი გაამწარე, დაიჭირე, აწამე, ფული წაართვი და თურმე მე ვაშანტაჟებ, რადგან [ბიზნესმენი] ფართს არ გაძლევს, რანაირი ლოგიკაა? მეორე - ეს არის აშკარა წამოცდენა და სრული ლუსტრაცია, რომ ისინი არა დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიას და აგიტაციას ეწევიან უცხო ქვეყნის დაფინანსებით და გვეკითხებიან, რატომ არ მივდივართ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი [ბანერი] Free Misha არის გამოკრული“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები