24 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი, შესაძლოა, ბანგლადეშის ახალი პრემიერი გახდეს

ბანგლადეშის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, ნობელის პრემიის ლაურიატი, მუჰამად იუნუსი გახდეს. 84 წლის მეცნიერი სტუდენტური პროტესტის ლიდერებისგან მიღებულ შეთავაზებას უკვე დათანხმდა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს.

2006 წელს, ეკონომისტი ბანგლადეშის ეკონომიკის განვითარებისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. მან საბანკო სისტემა შექმნა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალებას აძლევს დაბალი საპროცენტო განაკვეთით კრედიტი აიღონ, რამაც ქვეყანაში სიღარიბისგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იხსნა. ქვეყანაში მას "ღარიბების ბანკირს" ეძახიან. 2024 წლის იანვარში იუნუსი შრომითი კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 თვით დააპატიმრეს, რასაც თავად პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

გუშინ ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა შეიჰ ჰასინამ, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე, თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდანაც გაიქცა. სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების გაუქმების შესახებ ახალ კანონმდებლობას ეხებოდა, 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

დღის ამბები