ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩის ოლქში, ავტომობილი არხში გადავარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 911-ზე შეტყობინება ორშაბათს საღამოს, დაახლოებით 7:30 საათზე შევიდა.
მეხანძრე-მაშველების ცნობით, ადგილზე მისულებს მანქანა ამობრუნებული დახვდათ. მათი განმარტებით, წყლიდან მხოლოდ ავტომობილის ბორბლები ჩანდა.
პოლიციის ინფორმაციით, მანქანაში სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 4 დაღუპული დახვდათ, 6 კი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის ტრანსპორტირება ვერტმფრენით, 4-ის კი ავტომობილით მოხდა. დაღუპულების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.