24 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ პარტნიორი ქვეყნის მხრიდან - ის, რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდით დგომა, აღმოჩნდა ზეწოლის მექნიზმი - ასე არ მუშაობს მეგობრობა - შალვა პაპუაშვილი

ძალიან სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ის, რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდით დგომა, აღმოჩნდა ზეწოლის მექნიზმი. ასე არ მუშაობს მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. 

"ძალიან სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ეს აჩვენებს, რომ ვიღაცისთვის დახმარება არის ზეწოლის ინსტრუმენტი, ის, რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდით დგომა, აღმოჩნდა საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი და იმ მომენტში, როცა რაღაც არ მოეწონათ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებსა და მიმართულებაში, ეს ინსტრუმენტი აამოქმედეს, როგორც ზეწოლის მექანიზმი. ასე არ მუშაობს მეგობრობა და დახმარება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გვაქვს 29-მილიარდიანი ბიუჯეტი, რომლის ნახევარი პროცენტიც არ არის უცხოური გრანტები. აქედან გამომდინარე, საუბარი თუნდაც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, როცა რვა მილიარდ ლარამდე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ორ მილიონზე საუბარი, არ არის სწორი მიდგომა. საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ვისაც უნდოდა, რომ თანაზიარი ყოფილიყო სხვადასხვა განვითარებისა, მათ შორის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამას. როცა ეს ხდება შანტაჟის ინსტრუმენტი ქართველი ხალხის მიმართ, არ არის სწორი მიდგომა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები