26 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
საბიუჯეტო პრობლემების გამო, უკრაინა საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს -"ბლუმბერგი"

უკრაინა, საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ "ბლუმბერგი" წერს.

გამოცემის ცნობით, დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისადმი მიწერილ წერილში, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი აცხადებს, რომ საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად, იანვარში საჭიროა ფინანსური რესურსების მიღება.

უკრაინის პრემიერი დონორებს იანვარში შეხვედრისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, შმიგალი დონორებს სთხოვს, დაიწყონ მოქმედებები, რომლებიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, კიევისთვის დახმარების გამოყოფას ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს, შეერთებულ შტატებში კი - რესპუბლიკელები.

დღის ამბები