დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები, სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩევენ.
პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ, სოფლად სახლი, 1300-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე, ჯამში, 6 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.