26 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? სამწუხაროდ არის - ირაკლი ქადაგიშვილი

არის თუ არა ამ საკითხებში [კანდიდატის სტატუსის მინიჭება] პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ არის! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის განცხადებით, "როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო საქართველოს - არა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ ობიექტურ საზომზე დამოკიდებული არ იყო, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ახსნა ევროკავშირში ვერავინ მოახერხა!"

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირიდან ვერავინ ასახელებს ობიექტურ საზომს, თუ რით არის უკრაინა ან მოლდოვა რაიმე ობიექტური პარამეტრით საქართველოზე წინ.

ამ საკითხში გარკვეული პოლიტიკური ინტრიგა იყო ხოლმე. აქედან გამომდინარე, "ხალხი ძალა" თავის პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ დღეს, ფორმალურად, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, დღესაც საქართველო ევროკავშირთან მუდმივ სამუშაო რეჟიმშია. ჩვენთან ხდება ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც კი შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწირება, რასაც საქართველოში რადიკალური "გლობალური ომის პარტია" ახორციელებს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ საქართველომ 2030 წლისათვის, თუ ევროკავშირი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად იქნება, ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს.

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საეტაპო იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროცესში ოფიციალურად ხარ ჩართული. ხშირად უტრირებას ვაკეთებთ, რომ თითქოს გარკვეული 12 პუნქტი თუ 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობაა - ეს ასე არ არის! ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს გაცილებით დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ეს 12 პუნქტით იყო გათვალისწინებული და კიდევ მეტ სამუშაოს შევასრულებთ, ვიდრე 9 ნაბიჯით იქნება განსაზღვრული. ევროკავშირისთვის აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტთან იყოს დაახლოებული," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი ევროინტეგრაციის პროცესს ხელოვნურად აზარალებდა.

"ისინი თვითონ ეუბნებოდნენ ევროპელებს, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, ამის გამო, არჩევნებში მოსალოდნელი იყო ოპოზიციის მარცხი დიდი ანგარიშით. დაანებონ თავი არასწორი მოლოდინების შექმნას. ჩვენ მზად ვართ შემდგომი რეფორმებისთვის, რასაც ოპოზიციის ჩართულობაც სჭირდება, თუმცა არ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა შეიცვლის შინაარსს და ჩაერთვება პროცესში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები