ბათუმში, 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა სანაპიროზე გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის ცხედარი უცნობმა პირებმა ბათუმის ბულვარში სანაპიროზე იპოვეს, მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.