დედაქალაქში წინასაახალწლო განწყობაა - საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში მშობლებს ბავშვების მიყვანა დილიდან შეუძლიათ. ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი - ახალი წლის ზღაპრული დღესასწაულისთვის, ამ სამ ადგილზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
დღის განმავლობაში გამართულ აქტივობებს საღამოს, მუსიკალური ჯგუფები ცვლიან. სტუმრების განწყობაზე გუშინ ღამის შოუს ბენდმა იზრუნა.