26 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისტორიულ სამიტამდე ერთი დღით ადრე
ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ევროკომისიის ცნობით, ამგვარად, უნგრეთს შეუძლია ქვეყნის განვითარებისთვის
ამ თანხის ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს.

ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა და ამტკიცებენ, რომ ეს იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი.

კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი, საერთო ჯამში 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული.

იმოქმედებს თუ არა ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ორბანის პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით, ეს უკვე სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა.

დღის ამბები