26 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ვფიქრობ, "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესები გაგრძელდება, საინტერესო და სახალისო სანახაობებს ვიხილავთ - კახა კალაძე 

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიაში დაშლის პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია და, მისი ვარაუდით, ჯერ არ დასრულდება:

"ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, ჯერ არ დასრულდება, გაგრძელდება, საინტერესო და სახალისო სანახაობებს ვიხილავთ, "ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობისთვის. ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი, რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება და როგორ იქნება, ვფიქრობ, ეს არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს," - აცხადებს კახა კალაძე.

ბათუმის, ჭიათურისა და ზუგდიდის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ამჯერად ხობის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.

ოპოზიციურ პარტიას 28 წარმომადგენელი გამოეყო, მათგან 10 საკრებულოს წევრია. ისინი პარტიის მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდებიან. მიზეზად არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

 

დღის ამბები