სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველ ფეხბურთელს პრიზი მილანში გრან გალა დე კალციოს დაჯილდოებაზე გადაეცა. საქართველოს ნაკრებისa და ნაპოლის შემტევს აღიარება ამჯერად მიმდინარე წლის 11 მარტს, ატლანტას კარში გატანილმა გოლმა მოუტანა.
ჯილდო ქართველ ფეხბურთელს ვეტერანმა იტალიელმა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა კუალი არელამ გადასცა.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.