26 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
პარლამენტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან - გიორგი ამილახვარი მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს

საკანონმდებლო ორგანოში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარი მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, კითხვები ძირითადად თავდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, სკოლებში უფასო კვებასა და სასკოლო ტენდერებზე ექნებათ.

რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი სამინისტროს მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ უწყების შედეგები, საზოგადეობის ინტერესებზეა ორიენტირებულია.

დღის ამბები