სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები.