26 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ჩეხეთს აღარ აქვს იარაღი, რომლის გადაცემასაც უკრაინისთვის შეძლებს - ქვეყნის თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთს აღარ აქვს იარაღი, რომლის გადაცემასაც უკრაინისთვის შეძლებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

იანა ჩერნიხოვას განცხადებით, ქვეყანას საწყობებში აღარ აქვს იმ ტიპის იარაღი, რომლის გადაცემის შემთხვევაში ჩეხეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დასძენს, რომ იარაღის მწარმოებელი კომპანიები სპეციალურ ლიცენზიებს იღებენ უკრაინისთვის იარაღის საწარმოებლად, რაც პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის დახმარებით ხდება.

დღის ამბები