26 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ჯუანშერ ბურჭულაძე ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს.

დღის ამბები