26 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ირაკლი პროფესიონალი სამხედრო, გორის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

თანამებრძოლების ინფორმაციით, ქურციკიძე 11 ნოემბერს, ჭურვის ნამსხვრევს ემსხვერპლა. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.

აეროპორტიდან ირაკლი ქურციკიძე რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მას შაბათს დაკრძალავენ.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 56 ქართველი მოხალისე დაიღუპა. რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები