26 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ოპოზიცია დაბალი ბარიერისთვის იბრძოლებს, მათ შორს - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითაც - რომან გოცირიძე

პოლიტიკურ სპექტრში 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი კვლავ განხილვის თემაა. ბარიერის დაწევის პარალელურად, ოპოზიცია უკვე გაერთიანებაზე ალაპარაკდა, თუ როგორ შეიძლება პარტიებმა ბარიერი ერთობლივად გადალახონ. ოპოზიციის ნაწილი, კოლეგა პარტიებთან დისკუსიებს აანონსებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. პატარა პოლიტიკური ჯგუფები უნდა გაერთიანდნენ დიდ ბლოკში.

"დაპირება იყო ხალხის წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ამიტომ, დაბალ ბარიერთან დაკავშირებით, ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორს - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. რა გამოვა, ვნახოთ, მაგრამ ბევრჯერ დაუხევია "ქართულ ოცნებას" უკან. დღეს უნდა გაერთიანდეს პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ეს არის საპარლამენტო ოპოზიცია, გარდა გახარიას პარტიისა, რომელსაც აქვს შანსი, თუმცა არა 100-პროცენტიანი გადალახვისა და "ნაციონალური მოძრაობისა", რომელიც უკვე ბლოკია, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ევროოპტიმისტები, ისევე როგორც არასაპარლამენტო პარტიები, რომელთაც აქვთ ერთმანეთთან თანხვედრა, უნდა გაერთიანდნენ დიდ ბლოკში," - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ბარიერის საკითხთან დაკავშირებით, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

"თუ ამის შესაძლებლობა იქნება, დავუჭერთ დაბალ ბარიერს, 2-პროცენტიანისთვის მიცემული გვაქვს ხმა, მაგრამ ჩვენ ვემხრობით ბუნებრივ ბარიერს. ანუ, ამ ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ახალი ფორმა შეიძლება იყოს დამაზიანებელი ერთი წინაპირობის გარეშე, თუ ჩვენ არ ვაწარმოეთ პროცესი თქვენთან ერთად, რომ იცოდეს ამომრჩეველმა, რატომ ერთიანდება ეს ხალხი. ეს ხალხი საერთოდ ვინ არის. მე ვითხოვ, რომ დავიწყოთ დებატებისა და საჯარო პოლიტიკური დისკუსიის პროცესი. ამ პროცესის შედეგად რა გაერთიანებაც გამოდნება, ის გაერთიანება იქნება ლეგიტიმური. დღეს მექანიკური გაერთიანება, ჩემი აზრით, ყველასთვის დამაზიანებელია," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დღის ამბები