26 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტმა მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა. თითო 19 კილოგრამზე მეტს იწონის.

მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად ითვლება და ტრადიციულად ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს, ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება.

პირველი მადლიერების დღესასწაული, რა დროსაც ინდაური შეიწყალეს, 76 წლის წინ აღნიშნეს.

დღის ამბები