26 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
საქართველოში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

საუბარი შეეხო როგორც ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების უკანონო ფაქტებს, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიცის წარმომადგენლებსაც.

დღის ამბები