დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩამდე მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, ეს მატჩი კი - მიუხედავად სატურნირო ცხრილისა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეკრებაზე ჩვენი გუნდი შოტლანდიის გარდა, ესპანეთის ნაკრებს სტუმრად 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.