26 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ალბანეთის ეროვნული ლიგის მატჩის დროს ფეხბურთელი გარდაიცვალა

ალბანეთში, საფეხბურთო მატჩის 24-ე წუთზე, 28 წლის ფეხბურთელმა, რაფაელ დვამენამ, მოულოდნელად, გონება დაკარგა და გარდაიცვალა, - ინფორმაციას CNN-ი განის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოედანზე წაქცეულ ფეხბურთელთან სასწრაფო დახმარების პერსონალი მალევე მივიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

დვამენამ 2021 წელს, ავსტრიის თასის მატჩის მიმდინარეობისას, გულის შეტევა მიიღო, თუმცა, გამოჯანმრთელდა და აქტიურ სპორტს დაუბრუნდა.

სპორტსმენი ალბანურ კლუბ ეგნატიაში თამაშობდა. 

 

დღის ამბები