26 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე მტკიცებულებებით, დავადგინოთ ადამიანები, რომელთაც უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს" - ალექსანდრე დარახველიძე თამაზ გინტურის მკვლელობაზე

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე მტკიცებულებებით, დავადგინოთ ადამიანები, რომელთაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სახელმწიფო გაატარებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც მინისტრის მოადგილემ, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, განაცხადა, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - ექსპერტიზები.

"მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მოქალაქის, რომელიც იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში, გადმოცემა და გათავისუფლება მომხდარიყო და ის დაუბრუნდა ოჯახს. შსს-მ იმ წუთიდანვე დაიწყო გამოძიება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს, რომ მოხდეს ზუსტად დადგენა, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. ვატარებთ მათ შორის, ექსპერტიზებს, ასევე მოხდა გასაუბრება გუშინ გადმოცემულ პირთან. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს,"- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

დღის ამბები