26 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად, საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24-თან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. იქამდე, პრეზიდენტმა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, France 24-თან ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად, საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი არის პერსპექტივა, საქართველო ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს.

"ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ მარტო რჩება რუსეთის წინაშე. ვფიქრობ, დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება, დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში, რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ყოველდღიურად აჩვენებს უკრაინაში, რაოდენ იმპერიალისტურია ის. რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად, საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას. არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ, ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ, ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, ასევე, არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც გასათვალისწინებელია. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი რუსეთისთვის. ქართველებისთვის ეს იქნებოდა უდიდესი იმედგაცრუება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები