საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას, ქვეყანას საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებიც ულოცავენ, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ესტონეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენები.
"ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. მომავალი არის ევროპა!" - ეს საქართველოში გერმანიის ელჩის "ტვიტია".
"ერთად წავიდეთ წინ, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებისკენ და დროულ გაწევრიანებამდე," - აღნიშნავს პეტერ ფიშერი.
კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მინიჭებას გამოეხმაურა ნიდერლანდების ელჩიც.
"მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბევრი მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები 14-15 დეკემბერს გამართულ ევროსაბჭოზე მიიღებენ," - წერს მელინე არაკელიანი.
საქართველოს ულოცავს ესტონეთის ელჩიც.
"გილოცავ საქართველო! დაე გაცემულმა რეკომენდაციებმა გაგაძლიეროთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე!" - წერს რიინა კალიურანდი სოციალურ ქსელში და საქართველოს დედაქალაქის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერშია განათებული.
"თბილისი ამაღამ ლურჯი და ყვითელია!" - აღნიშნავს ესტონელი დიპლომატი.
"დადებითი სიახლე ბრიუსელიდან. ევროკომიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს," - აღნიშნავს სოციალურ ქსელ "იქსზე" სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი.