26 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
მეგობარ ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის პოზიტიური შეფასება - ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკომისიის გაფართოების შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა არერთი ქვეყნის პირველმა პირმა. ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე წერს მოლდოვის პრეზიდენტიც.

"სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - აღნიშნავს მაია სანდუ სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და მოლოდვას, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის, საერთო ხედვაზე მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილთან ამავე თემაზე სატელეფონო საუბრის შესახებ წერს უკრაინის პრეზინდეტიც.

"ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინელებს მიულოცა და მე მეგობარ ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევების პოზიტიური შეფასება.

გამოვხატე საქართველოსადმი ჩემი მადლიერება მალტაში "მშვიდობის ფორმულის" ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ საუბრის დროს მან მიხეილ სააკაშვილის "მკურნალობისთვის ხელმისაწვდომობაც" ახსენა.

დღის ამბები