26 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე

"მივესალმებით განცხადებას ევროკომისიისგან მისი რეკომენდაციების შესახებ ევროკავშირის გაფართოებისთვის" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვედანტ პატელის თქმით, ვაშინგტონი მყარად უჭერს მხარს 10 კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. 

"ევროკომისიისგან ევროკავშირის გაფართოებისთვის რეკომენდაციების შესახებ განცხადებას მივესალმებით. მყარად ვუჭერთ მხარს 10 კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

ეს, როგორც იცით, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.

დღის ამბები