26 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებო დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის - პაველ ჰერჩინსკი

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე შეკრებილებს სცენიდანაც მიმართა. მასთან ერთად განცახდებები გააკეთეს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს, როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფონზე სცენაზე 18 ქვეყნის ელჩი იდგა. შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

"საქართველოს მოქალაქეებო დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მინდა გულწრფელად მოგილოცოთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქარტველოში, მივულოცო საქარტველოს პრეზიდენტს მისი ძლიერი და ურყევი ქმედებებისთვის, ასევე ქართველს ხალხს .თქვენ მუდმივად და ძლიერად უჭერდით მხარს ევროკავშირთან დაახლოებას. დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოს მოქალაქის საშინელ მკვლელობას რუსეთის ძალების მიერ. მინდა გითხრათ რომ დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება ნიშნავს იმას რომ ევროკავშირი ხედავს საქარტველოს მნიშვნელობას სამეზობლოში. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია შემდგომ ნაბიჯებთან რომ მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლოთ. მოხარული ვარ რომ 18 ელჩთან ერთად ვდგავარ დღეს," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფონზე სცენაზე 18 ქვეყნის ელჩი იდგა. შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

"მადლობა პრეზიდენტო, მადლობა ელჩო და მადლობა საქართველო! მიიღეთ აშშ-ის გულწრფელი და თბილი მილოცვა მთელი საქართველოს მიმართ. ეს უდიდესი მიღწევაა, ჩვენ ენთუზიაზმით მივიღეთ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და თითოეულ თქვენგანთან ერთად ავღნიშნავთ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. ევროპული, დასავლური და ევროატლანტიკური ტრაექტორიის ნაბიჯს. ასევე მსურს მივულოცო ევრკოავშირს, მადლობა ვუთხრა გაწეული მძიმე შრომისთვის, რომ დახმარებოდა საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებს გაფართოვების პროცესში. ევროკავშირმა მართლაც წარმოუდგენელი სამუშაო გასწია - მიიღეთ ჩვენგან მილოცვები.

მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ აშშ-ი გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, პრეზიდენტთან, პოლიტიკურ ხელმძრვანელობასთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხტან ერთად, თქვენი პოტენციალის სრული გამოვლენისა და ეკონომიკური და დემოკრატიული მომავისთვის ევროკავშირში. მსურს რამდენიმე რამ დავამატო, ქალბატონმა პრეზიდეტმა ხაზი გაუსვა იმ მსხვერპლს, რაც საქართველომ გასწია თქვენი მომავლისა და იდენტობისთვის.დღეს შტატები ვეტერანის დღეს აღნიშნავს, ვიხსენებთ ჩვენს ვეტერანებს, ქართველებმაც ბევრი იბრძოლეს და დაიღუპნენ აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად - ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მადლობა ამისათვის საქართველოს. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო ისტორიასა და ღირებულებებზე, ჩვენ ასევე ვფიქრობთ საერთო მომავალზე - ჩვენ აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, საქართველო და ერთად ძალიან ლამაზი საერთო მომავალი გვაქვს. ეს დიდი დღეა ყველასათვის ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში,ამიტომ გულწრფელად ვულოცავ ქართველ ხალხს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.

დღის ამბები